Thursday, November 12, 2009

  1. პროექტის სახელი: კვადრატული ფუნქცია
  2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან კვადრატულ ფუნქციას და მის თვისებებს
  3. პროექტის სრული აღწერა: კვადრატული ფუნქცია, კვადრატული უტოლობები, კვადრატული ფუნქციის ექსტრემუმის წერტილები, მისი მინიმუმი, მაქსიმუმი.
  4. მონაწილეთა ასაკი: 14 წელი.
  5. ვადები/ხანგრჩლივობა: 4 კვირა.
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა, დისკუსია, გრაფიკების აგება, კვადრატული განტოლებების ამოხსნა, კვადრატული უტოლებების ამოხსნა კვადრატული ფუნქციის თვისებების გამოყენებით.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მიეჩვევიან დამოუკიდებლად მუშაობას, საჭირო ლიტერატურის მოძიებას, გრაფიკების აგებას, ცხრილების შექმნას, ისტ-ის გამოყენებით საჭირო მასალის მოძიებას. ჩამოუყალიბდებათ მუშაობის პროცესში სხვისი აზრის მოსმენის, გაანალიზების, შეფასების უნარი.
  8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტი დაეხმარება სხვებს გამოიყენონ მიწოდებული მასალა, გაიღრმაონ თეორიული ცოდნა, გამოიყენონ პროექტში მოცემული ცხრილები და გრაფიკები.
  9. სამუშაო ენა: ქართული.
  10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:-----------------
  11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: თემის შესწავლა სავალდებულოა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, აღნიშნული თემა მათემატიკაში მჭიდრო კავშირშია: კვადრატულ განტოლებებთან,ფუნქციასთან, ფუნქციის ნულებთან, კვადრატული უტოლობების ამოხსნასთან,ექსტრემუმის წერტილების მოძებნასთან, ფუნქციის ექსტრემუმების პოვნასთან, მრავალი, როგორც ალგებრული, ასევე გეომეტრიული ამოცანის გადაჭრასთან. არქიტექტურაში, ხიდებისა და შენობების აგებისას დაეხმარება მშენებელს მრავალი აუცილებელი დეტალის დაზუსტებაში. ფიზიკაში ამოცანების ამოხსნისას,რამეთუ ზოგიერთი ფორმულით მოიცემა კვადრატული ფუნქცია, რაიმე ცვლადის მიმართ.
  12. პროექტის ფასილიტატორი: თინათინ გიუნაშვილი.
  13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:tgiunashvili3@gmail.com.
  14. პროექტის ფორუმი:--------------------------
  15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:tgiunashvili3.blogspot.com

No comments:

Post a Comment